ლოკო თანაქალაქელებთან დამარცხდა

ლოკო თანაქალაქელებთან დამარცხდა
05/05/2019

ლოკო თანაქალაქელებთან დამარცხდა

კრისტალ ბეთ ეროვნული ლიგის მორიგ ტურში ლოკომოტივმა სტუმრის რანგში თანაქალაქელ "საბურთალოს" დაუპირისპირდა. 

 

მატჩი აქტიურად  ლოკომოტივმა დაიწყო. ირაკლი სიხარულიძე “საბურთალოს” კარს ორჯერ დაემუქრა, მაგრამ ერთხელ ომარ მიგინეიშვილმა მოიგერია, მეორედ კი ბურთი მცირედით ასცდა კარს. მასპინძლებმა საპასუხოდ გოლი გაიტანეს, თუმცა ლევან კაკუბავას გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა.  პირველ ნახევარში გუნდებს დასამახსოვრებელი მომენტები აღარ შეუქმნიათ. 

 

მეორე ტაიმის საწყისი წუთები “საბურთალომ” აქტიურად დაიწყო –  მეტოქის კართან ზედიზედ რამდენიმე კუთხური ჩააწოდა. ერთ-ერთ ასეთ ჩაწოდებულზე, ბურთი მცირედით ასცდა “ლოკოს” კარს.  ლოკომოტივმა მასპინძლების შეტევებს ხელსაყრელი ეპიზოდით უპასუხა, მაგრამ ახლო მანძილიდან კარში ზუსტად დარტყმა ვერ მოხერხდა. 66-ე წუთზე “ლოკომოტივი” კაცნაკლული დარჩა,  ალექსანდრე გურეშიძემ ლაშა შინდაგორიძე წააქცია და მატჩში მეორე ყვითელი ბარათნი მიიღო.  79-ე წუთზე  შეხვედრაში ერთადერთი ბურთი გავიდა, ლაშა შინდაგორიძემ თავური დარტყმით ანგარიში გახსნა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 

 

ლოკომოტივი: ბულისკერია, გურეშიძე, ჭანტურია, კომახიძე, უბილავა, შონია, კობახიძე (არდაზიშვილი 62), ძებნიაური (გვალია 73), კირკიტაძე, დავითაშვილი (სამურკასოვი 81), სიხარულიძე.

more news