ლოკომ მოგების გემო შუქურასთან გაიხსენა - 3 ქულა ზესტაფონიდან

ლოკომ მოგების გემო შუქურასთან გაიხსენა - 3 ქულა ზესტაფონიდან
12/05/2021

ლოკომ მოგების გემო შუქურასთან გაიხსენა - 3 ქულა ზესტაფონიდან

ოთხმატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ, ლოკომოტივმა ნავსი ეროვნული ლიგის მე-13 ტურის მატჩში გატეხა. თბილისელები ზესტაფონში ქობულეთის შუქურას დაუპირისპირდნენ და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, იმრანის მიერ გატანილი ერთდერთი გოლით, უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვეს.

 

მატჩის მე-6 წუთზე, ლოკომოტივს ანგარიშის გახსნა შეეძლო. თორნიკე კირკიტაძის გარღვევა, საჯარიმოში გამჭოლი გადაცემით გაგრძელდა; შორეულ კუთხეს, ვარდნაში დარცმელია კეტავდა, თუმცა ბურთი კარის ბადეს გარედან მოხვდა. უკვე მე-9 წუთზე კი, ქობულეთელთა სახიფათო თავური დარტყმა მამარდაშვილმა მოიგერია. მე-15 წუთზე, შუქურა გადარჩა. დარცმელიას აქტიურობის შემდეგ, ბურთი საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დატოვებულ ირაკლი სიხარულიძეს მიუვიდა; მისი დარტყმული კი, კარს ასცდა.

 

ტაიმის მეორე ნახევარში, ტემპი დავარდა. თუმცა, მეტოქეებმა ერთმანეთის კარის მიმართულებით რამდენიმეჯერ სახიფათოდ დაარტყეს.

 

ტემპიანი თამაში გუნდებს არც მეორე ტაიმის საწყის წუთებში შემოუთავაზებიათ. ბრძოლა, ძირითადად, მოედნის ცენტრში მიდიოდა. მეორე ნახევარი, პირველთან შედარებით, გაცილებით უფრო მოსაწყენი აღმოჩნდა.

 

როგორც ზემოთ ვწერდით, ამ შეხვედრაში, ყველაფერი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გადაწყდა. მიმდინარეობდა დამატებული დროის მეორე წუთი, როცა თორნიკე კირკიტაძემ მცველებს ჩაუქროლა და საჯარიმოში შესულმა ბურთი თავზე დაასვა იმრანს და ლოკოს „ათიანმაც“ ზუსტად და შედეგიანად დაარტყა - 1:0.

 

 

 

 

 

 

შუქურა 0:1 ლოკომოტივი (0:0)

 

ლოკომოტივი: მამარდაშვილი, სანდოხაძე, კაშია, მჭედლიშვილი (გავაშელიშვილი 54), უბილავა (C), შონია (ჭიაბრიშვილი 68), დარცმელია, სამურკასოვი (ქველაძე 77), კირკიტაძე, იმრანი, სიხარულიძე

 

გოლი: იმრანი (90+2)

 

გაფრთხილება: მჭედლიშვილი, კაშია

 

მთ.მწვრთნელი - გიორგი ჭიაბრიშვილი

more news