ლოკომოტივი დინამოსთან დამარცხდა

ლოკომოტივი დინამოსთან დამარცხდა
17/03/2019

ლოკომოტივი დინამოსთან დამარცხდა

მიხეილ მესხის სათადარიგო არენაზე 52- ე დედაქალაქური დერბი გაიმართა. შეხვედრა ძლიერი ქარის მიუხედავად ორივე გუნდმა მაღალ ტემპში დაიწყო. პირველი სახიფათო მომენტი კი სტუმრებმა მეათე წუთზე შექმნეს, საჯარიმოს მისადგომებიდან აკაკი შულაიას დარტყმული მცირედით აცდა მასპინძელთა კარს. ამას ცოტახანში დინამოელთა კიდევ ერთი მწვავე შეტევა მოჰყვა -   გიორგი ზარია ტექნიკური დარტყმით გზავნიდა ბურთს ლოკომოტივის კარში, თუმცა დემეტრე ბულისკერიამ კუთხურზე მოიგერია. საპასუხოდ ტაიმის შუაწელში ირაკლი სიხარულიძემ გაისროლა დინამოს კარისკენ, ბურთს ხოსე პერალესი ადგილზე დახვდა. 37- ე წუთზე სტუმართა  შეტევას თორნიკე ძებნიაურის მიერ ხელით თამაში მოჰყვა, მსაჯმა ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენა და თერთმეტმეტრიანი ნიშნულისკენ მიუთითა. პენალტი ზუსტად ლევან კუტალიამ დაარტყა და ანგარიშიც გაიხსნა 0:1. პირველ ტაიმიც ამ ანგარიშით დასრულდა. მეორე ნახევარში უპირატესობა მთლიანად სტუმრებმა მოიპოვეს და 58- ე წუთზე გიორგი ზარიამ სოლო რეიდისა და ცრუმოძრაობების შემდეგ მეორედ აიღო ლოკომოტივის კარი. შემდეგ ბაქარ ქარდავა ამწვავებდა თამაშს და ორჯერ მიჯრით საკმაოდ სახიფათოდ დაარტყა, ბურთი ორივე შემთხვევაში მცირედით აცდა სამიზნეს. 79- ე წუთზე ლევან კუტალია შეტევის მარჯვენა ფრთიდან შეიჭრა საჯარიმოში, მცველს ბურთი თავზე გადაატარა, ამ უკანასკნელმა კი ხელით ითამაშა და ლოკომოტივის კარში პენალტი დაინიშნა. თერთმეტმეტრიანი ამჯერად ლევან შენგელიამ შეასრულა უნაკლოდ და დინამო სამი ბურთით დაწინაურდა. შეხვედრის ბოლოს დმიტრო ივანისენიას ჩაწოდებული ბურთი ნიკა ჭანტურიამ საკუთარ კარში ჩაჭრა და მატჩიც დასრულდა. 

4 ტურის შემდეგ ლოკომოტივის ანგარიშზე 6 ქულა და გათამაშებაში მეოთხე ადგილია. 

 

ლოკომოტივი: ბულისკერია, გურეშიძე, ჭანტურია, უბილავა, შონია, გვალია (დავითაშვილი 63),  ძებნიაური, კირკიტაძე, არდაზიშვილი (კიკაბიძე 84), ჯიქია (კობახიძე 55), სიხარულიძე

 

more news