მარცხი კოლხეთი 1913-თან

მარცხი კოლხეთი 1913-თან
22/09/2018

მარცხი კოლხეთი 1913-თან

ეროვნული ლიგის 25-ე ტურში, თბილისის ლოკომოტივი კოლხეთი 1913-თან დამარცხდა. 21 სექტემბერს, ფოთში, პარკი არენაზე გამართული დაპირისპირება 1-0 დასრულდა.

მატჩის ერთადერთი გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, თერთმეტმეტრიანი დარტყმით გავიდა. გამარჯვების გოლის ავტორი კირილო დოროშენკო გახდა. პენალტი 90-ე წუთზე, პეტერსონ კაბორეს წაქცევისთვის დაინიშნა.

პირველ ნახევარში ლოკოს ორი რეალური მომენტი ჰქონდა. ჯერ ზურიკო დავითაშვილი ცდილობდა თავით გატანას, შემდეგ კი დავით სამურკასოვი, საჯარიმოს გარედან. პირველ შემთხვევაში ბურთი კარს აცდა, სამურკასოვს კი მასპინძელთა მეკარემ აჯობა.

გატანა კოლხეთსაც შეეძლო, თუმცა რევაზ თევდორაძემ ითამაშა ზუსტად და აშორტიას არ გაატანინა. მეორე ეპიზოდში, დოროშენკო შორეული დარტყმით ცდილობდა გატანას, თუმცა თევდორაძე ამ ეპიზოდშიც უშეცდომო იყო.

მეორე ნახევარში კარგი შანსი ჰქონდა ნიკა ჭანტურიას, რომელმაც კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთზე ყველას დაასწრო და კარს მცირე მანძილით ააცილა.

25 ტურის შემდეგ, ლოკომოტივი 28 ქულით მე-6 ადგილზეა. მომდევნო მატჩს, ლაშა ჭაღიაშვილის გუნდი 27 სექტემბერს, გორის დილას წინააღმდეგ გამართავს.

ლოკომოტივი: თევდორაძე, უბილავა (კაპ), ლობჟანიძე, ჭანტურია, გაბაძე, გვალია, შონია, სამურკასოვი (არდაზიშვილი 73), კობახიძე, დავითაშვილი (ინჯგია 80), ჯიქია (ოლურემი 60)

მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი

გაფრთხილება: გაბაძე (73), თევდორაძე (90)

არბიტრი: ა.ნონიკაშვილი

more news