მარცხი ეროვნული ლიგის ლიდერთან

მარცხი ეროვნული ლიგის ლიდერთან
01/09/2018

მარცხი ეროვნული ლიგის ლიდერთან

ეროვნული ლიგის 23-ე ტურში, თბილისის ლოკომოტივი გათამაშების ლიდერ საბურთალოსთან დამარცხდა. 31 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი, მასპინძლებმა 2-1 მოიგეს.

27-ე წუთზე, ლოკომოტივი უჩა ლობჟანიძე დააწინაურა. ზურიკო დავითაშვილის ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, საჯარიმოში ყველას ლოკოს მცველმა აჯობა და ჩვენი კლუბის მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა.

გოლამდე, ლოკო ორ ეპიზოდში რევაზ თევდორაძემ გადაარჩინა. გიორგი დიასამიძისა და გიორგი კოხრეიძის დარტყმების დროს თევდორაძემ უშეცდომოდ ითამაშა.

41-ე წუთზე, გიორგი კოხრეიძის წაქცევისთვის, მატჩის არბიტრმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა. პენალტი ზუსტად თავად კოხრეიძემ შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ნახევარში, ლოკოს წინ გასვლა შეეძლო, თუმცა ოთარ კობახიძეს და დავითაშვილს, ბოლო მომენტში სიზუსტე დააკლდათ.

მე-80 წუთზე, დავით ვოლკოვმა თევდორაძის მოგერიებულ ბურთზე ყველას დაასწრო და გამარჯვების გოლი გაიტანა.

23 ტურის შემდეგ, ლოკომოტივი 25 ქულით მე-6 ადგილზეა. მომდევნო მატჩს, ლაშა ჭაღიაშვილის გუნდი სანაკრებო პაუზის შემდეგ, ბოლნისის სიონთან გამართავს.

ლოკომოტივი: თევდორაზე, უბილავა (კაპ), ლობჟანიძე, ნ.ჭანტურია, გაბაძე, გვალია (ძებნიაური 67), სამურკასოვი (ინჯგია 60), კობახიძე, დავითაშვილი, ჯიქია (არდაზიშვილი 83),

მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი

გაფრთხილება: სამურკასოვი (58), ლობჟანიძე (88)

არბიტრი: გ.ყრუაშვილი

more news