"მაყურებელს კარგი სანახაობა ელოდება"

"მაყურებელს კარგი სანახაობა ელოდება"
07/01/2018

"მაყურებელს კარგი სანახაობა ელოდება"

მიმდინარე წლის 12, 13 და 14 იანვარს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ზამთრის თასის გათამაშება გაიმართება. ტურნირის მიზანი, რომელიც დავით პეტრიაშვილის სახელს ატარებს, ჩემპიონატებს შორის შესვენების გამრავალფეროვნება და ფეხბურთის პოპულარიზაციაა.

ეროვნული ლიგის ვებგვერდთან, ზამთრის თასის შესახებ, თბილისის ლოკომოტივის კაპიტანმა, დავით უბილავამ ისაუბრა.

"მსგავსი ტურნირები ყოველთვის დაძაბულობით და სანახაობით გამოირჩევა. კარგია, რომ ზამთრის თასზე ბევრი გუნდი და ფეხბურთელი მონაწილეობს.

მინი ფეხბურთი უფრო დინამიური და სწრაფია, შესაბამისად მაყურებლს კარგი სანახაობა ელოდება. გარდა ამისა, მსგავსი ტურნირები ფეხბურთელებისთვისაც დამატებითი მოტივაციაა.

თანაც, სეზონის საწყის ეტაპზე ვარჯიშების დროს აქცენტი ძირითადად ფიზიკურ მომზადებაზე კეთდება, აქ კი მუდმივად ბურთთან მოგვიწევს ყოფნა და ვფიქრობ, ეს თამაშები მომზადების პირველ ეტაპზე აუცილებლად წაგვადგება". - ამბობს უბილავა.

ზამთრის თასზე, ლოკომოტივი დ ჯგუფში, საბურთალოსთან, მარტვილის მერანთან და ცხინვალთან ერთად იასპარეზებს.

more news