ლოკომოტივის კიდევ ერთი ახალწვეული - დემეტრე ბულისკერია

ლოკომოტივის კიდევ ერთი ახალწვეული - დემეტრე ბულისკერია
19/01/2019

ლოკომოტივის კიდევ ერთი ახალწვეული - დემეტრე ბულისკერია

თბილისის ლოკომოტივს კიდევ ერთი ახალწვეული ჰყავს - დემეტრე ბულისკერია. 19 წლის მეკარე ლოკომოტივს დინამო თბილისიდან შემოუერთდა.

კლუბსა და ფეხბურთელს შორის სამწლიანი ხელშეკრულება გაფორდმა. ბულისკერია ლოკომოტივში 2021 წლის ბოლომდე დარჩება.

გასულ სეზონში, დემეტრემ დინამო თბილისის მაისურით, ეროვნულ ლიგაში 18 მატჩი ჩაატარა. იგი დინამოს აკადემიის აღზრდილია.

ბულისკერია საქართველოს 19 წლამდე ნაკრების წევრი და 21 წლამდე ნაკრების კანდიდატია.

more news