თბილისის ლოკომოტივი ზამთრის თასის ჩემპიონია

თბილისის ლოკომოტივი ზამთრის თასის ჩემპიონია
14/01/2018

თბილისის ლოკომოტივი ზამთრის თასის ჩემპიონია

თბილისის ლოკომოტივი დავით პეტრიაშვილის სახელობის, ზამთრის თასის გამარჯვებულია. ფინალურ მატჩში, ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა შევარდენი 1906 დაამარცხა.

ლოკომ, მოწინააღმდეგეს 4 უპასუხო გოლი გაუტანა. ანგარიში თეიმურაზ შონიამ გახსნა, მეორე გოლის ეპიზოდში, დავით ოდიკაძემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე, ლევან ქურდაძემ მესამე გოლი გაიტანა. მატჩის საბოლოო შედეგი გიორგი კიკნაძემ დააფიქსირა.

ლოკომოტივმა ტურნირის მთავარ ჯილდოსთან ერთად, საპრიზო ფონდით გათვალისწინებული 15 000 ლარიც მიიღო.

სასტარტო შემადგენლობა: შეროზია, უბილავა (კაპ), ქურდაძე, შონია, გვალია, ჯიქია

შეცვლაზე შევიდნენ: კიკაბიძე, გაბაძე, კიკნაძე, ანდრონიკაშვილი, შეწირული

more news