უჩა ლობჟანიძე ლოკომოტივის ფეხბურთელია

უჩა ლობჟანიძე ლოკომოტივის ფეხბურთელია
28/03/2018

უჩა ლობჟანიძე ლოკომოტივის ფეხბურთელია

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, უჩა ლობჟანიძე თბილისის ლოკომოტივში ითამაშებს. 31 წლის მცველსა და კლუბს შორის, კონტრაქტი 2018 წლის ბოლომდე გაფორმდა.

 

ლობჟანიძე ლოკოს სამტრედიადან შეუერთდა. 2017 წელი უჩამ ყაზახურ ატირაუში გაატარა, მანამდე კი დინამო თბილისში ასპარეზობდა.

სხვადასხვა დროს, იყო ომონიას, დნიპროს, კრივბასის, ზესტაფონისა და ბათუმის დინამოს წევრი.

საქართველოს ნაკრებში 53 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ლობჟანიძე ლოკომოტივში 22 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

more news