ვატო არველაძე 21 წლამდე ნაკრებში

ვატო არველაძე 21 წლამდე ნაკრებში
17/03/2018

ვატო არველაძე 21 წლამდე ნაკრებში

ვატო არველაძე საქართველოს 21 წლამდე ნაკრებში მიიწვიეს.

თბილისის ლოკომოტივის ფორვარდი, ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში, ფარერის კუნძულებისა და დანიის ნაკრებთან გასამართი მატჩებისთვის მოემზადება.

ორივე მატჩს საქართველო, კერძოდ კი გორის, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.

ფარერის კუნძულების ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგ, ქართველები 23 მარტს, ხოლო დანიის ნაკრებთან 27 მარტს ითამაშებენ.

გია ცეცაძის გუნდი შეკრებას 19 მარტიდან დაიწყებს.

more news