ზამთრის თასი: ლოკომოტივი რუსთავთან პენალტების სერიაში დამარცხდა

ზამთრის თასი: ლოკომოტივი რუსთავთან პენალტების სერიაში დამარცხდა
13/01/2019

ზამთრის თასი: ლოკომოტივი რუსთავთან პენალტების სერიაში დამარცხდა

თბილისის ლოკომოტივი ზამთრის თასის მესამე ადგილისთვის მატჩში რუსთავთან დამარცხდა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა პენალტების სერიაში წააგო.

ძირითადი დრო 6-6 დასრულდა. ლოკოს შემადგენლობიდან ჰეთთრიკი შეასრულა ლუკა კიკაბიძემ. თითო გოლი დავით ჯიქიამ, ალექსანდრე გურეშიძემ და ოთარ კობახიძემ გაიტანა.

პენალტების სერია რუსთავის გამარჯვებით 4-2 დასრულდა. ჩვენი გუნდის შემადგენლობიდან თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად დავით უბილავამ და ლუკა კიკაბიძემ შეასრულა. ლაშა გვალიას დარტყმა კარს აცდა, ლაშა ოზბეთელაშვილს რუსთველთა მეკარემ აჯობა.

ლოკომ ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ტურნირი საუკეთესო ოთხეულში დაასრულა.

more news