ქალთა თანასწორობის მხარდამჭერი კამპანია - #კაცებიზრუნავენ

ქალთა თანასწორობის მხარდამჭერი კამპანია - #კაცებიზრუნავენ
30/11/2018

ქალთა თანასწორობის მხარდამჭერი კამპანია - #კაცებიზრუნავენ

თბილისის ლოკომოტივის ფეხბურთელებმა გაეროს მოსახლეობის ფონდის 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, მონაწილეობა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, საინფორმაციო კვირეულში მიიღეს.

საგურამოში, ლოკომოტივის საფეხბურთო ბაზაზე კამპანია ოთხ ნაწილად ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღო როგორც აკადემიის 19 წლამდე, ისე ძირითადი გუნდის ყველა წევრმა.

საინფორამციო შეხვედრაზე, ფეხბურთელებმა კამპანიის #კაცებიზრუნავენ ტრენერების ხელმძღვანელობით გენდერული თანასწორობის მიღწევაში მამაკაცების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

#MenCare/#კაცებიზრუნავენ გლობალური კამპანიაა, რომელიც მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება. კამპანიის მიზანია, წაახალისოს კაცების, როგორც მზრუნველი მამებისა და პარტნიორების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის, რათა კაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი ქალთა თანასწორობას.

თბილისის ლოკომოტივი გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ორგანიზებულ კამპანიებში აქტიურად იღებს მონაწილეობას. მიმდინარე წლის 30 მაისს, გაეროს მოსახლეობის ფონდს, ლოკომოტივსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ფოტო:  unfpageorgia

more news