ზამთრის თასის საუკეთესო ფეხბურთელი ტურნირის შესახებ საუბრობს (ვიდეო)

ზამთრის თასის საუკეთესო ფეხბურთელი ტურნირის შესახებ საუბრობს (ვიდეო)
15/01/2018

ზამთრის თასის საუკეთესო ფეხბურთელი ტურნირის შესახებ საუბრობს (ვიდეო)

დავით პეტრიაშვილის სახელობის, ზამთრის თასის ჩემპიონი თბილისის ლოკომოტივი გახდა. ტურნირი ლოკომოტივის კაპიტანმა, დავით უბილავამ შეაფასა.

"ახალი ფორმატით, ჩემპიონატებს შორის დიდი პაუზაა და ასეთი ტურნირები ფეხბურთელებისთვის კარგია. ფორმის შენარჩუნებაში გვეხმარება, ბურთთან უფრო მეტი შეხება გვაქვს.

პირველად ვითამაშეთ ამ ტურნირზე და მიზნად გამარჯვება დავისახეთ.

ფეხბურთის ფედერაციას დაფასებისთვის მადლობას ვუხდი. ასევე, მადლობა ჩემს გუნდელებს, ეს მხოლოდ ჩემი დამსახურება არაა. ეს ყველაფერი ერთად მოვიგეთ". - ამბობს უბილავა.

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი სწორედ უბილავა გახდა. მას სპეციალური ჯილდო ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დირექტორმა, ზაზა დოლიძემ გადასცა.

more news