ზურაბ ხიზანიშვილი ლოკომოტივში იმუშავებს

ზურაბ ხიზანიშვილი ლოკომოტივში იმუშავებს
27/07/2017

ზურაბ ხიზანიშვილი ლოკომოტივში იმუშავებს

ვეტერანი ფეხბურთელი ზურაბ ხიზანიშვილი თბილისის ლოკომოტივში დაბრუნდა და მთავარ გუნდში იმუშავებს.

 

35 წლის მწვრთნელი გიორგი დევდარიანის ასისტენტი იქნება. ხიზანიშვილმა ლოკომოტივთან წელიწადნახევრიანი კონტაქტი გააფორმა.

 

19 წლიანი საფეხბურთო კარიერის მანძილზე ზურამ არაერთ ქართულ და უცხოურ გუნდში ითამაშა. 2001 წელს, იგი შოტლანდიურ დანდიში სწორედ ლოკომოტივიდან გადავიდა.

 

დანდის შემდეგ, ხიზანიშვილმა შოტლანდიის ყველაზე ტიტულოვან კლუბ რეინჯერსში ითამაშა. შემდეგ იყო ინგლისის პრემიერლიგა და ბლექბერნ როვერსი. ზურამ ინგლისის ჩემპიონშიფში ნიუკასლ იუნაიტედისა და რედინგის მაისურითაც ითამაშა.

 

მან, კარიერა ბაქოს ინტერში, 2017 წელს დაასრულა. აზერბაიჯანული კლუბის მაისურით, ხიზანიშვილმა 50 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. 

 

ლევან კობიაშვილის შემდეგ, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე მეტი მატჩი სწორედ ზურამ ჩაატარა. ეროვნული გუნდის მაისურით, 93 შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა.

 

იგი სამწვრთნელო A ლიცენზიას ფლობს და თბილისის ლოკომოტივში მუშაობის პარალელურად, საქართველოს 21 წლამდე ნაკრებში, გია გეგუჩაძის ასისტენტია.

more news