ლოკომოტივი 2-მა ლიგა 3-ში მოხვედრის შანსი დაკარგა

ლოკომოტივი 2-მა ლიგა 3-ში მოხვედრის შანსი დაკარგა
22/11/2017

ლოკომოტივი 2-მა ლიგა 3-ში მოხვედრის შანსი დაკარგა

რეგიონული ლიგის პლეი-ოფის მატჩში, თბილისის ლოკომოტივი 2 დუშეთის არაგვთან დამარცხდა და ლიგა 3-ის პლეი-ოფში თამაშის შანსი დაკარგა.

22 ნოემბერს, მცხეთა პარკზე გამართული დაპირისპირება, ნომინალურმა მასპინძლებმა პენალტების სერიაში მოიგეს.

მატჩის პირველი ნახევარი ვლადიმერ ვაშაძის გუნდმა დამაჯერებლად, 2:0 მოიგო. არაგვს გოლები 37-ე და 43-ე წუთებზე, გიორგი წულეისკირმა და ირაკლი ბუღრიძემ გაუტანეს.

მეორე ნახევარში არაგვმა წონასწორობა აღადგინა. ლუკა შეროზიას პირველი გოლი 57-ე წუთზე, ლაშა ჯინჭარაშვილმა გაუტანა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეხუთე წუთზე, შეცვლაზე შესულმა გიორგი უგრეხელიძემ ლოკომოტივი 2-ის კარში მეორე გოლი გაიტანა.

დამატებით ტაიმებში არაფერი შეცვლილა. გამარჯვებული პენალტების სერიით გამოვლინდა.

არაგვის მეკარე ჯინო რეჭიამ, პენალტების სერიაში დავით სამურკასოვის, ლევან ქურდაძისა და გოგა ლურსმანაშვილის დარტყმები მოიგერია, დუშეთელებმა კი სამივე დარტყმა ზუსტად შეასრულეს.

ლოკომოტივი: შეროზია, ქურდაძე, ძებნიაური (კაპ), დუმბაძე (გელაშვილი 66), ცერცვაძე, სამურკასოვი, ლურსმანაშვილი, ანდრონიკაშვილი, წულეისკირი (ნანობაშვილი 90+3), ბუღრიძე, ოზბეთელაშვილი (სპანდერაშვილი 58)

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ვაშაძე

არბიტრი: პაპუნა მაჭარაძე (ხონი)

more news