ლოკო გონიოსთან გასვლითი შეხვედრისთვის ემზადება

ლოკო გონიოსთან გასვლითი შეხვედრისთვის ემზადება
თბილისის ლოკომოტივი ეროვნული ლიგა 2-ის 2025 წლის სეზონის მეორე წრის პირველ მატჩს სტუმრად გონიოსთან გამართავს.
ბოლო სამ ტურში ჩვენმა გუნდმა ორი მატჩი მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა. პირველი წრე დინამო თბილისი 2-თან გასვლითი გამარჯვებით დავხურეთ და ამჟამად სატურნირო ცხრილში 11 ქულით მე-5 ადგილს ვიკავებთ.
რაც შეეხება მეტოქეს, გონიოს 10 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-6 ადგილზეა. წინა ტურის მატჩი აჭარულმა გუნდმა ბოლნისის სიონთან 0:2 წააგო.
პირველ წრეში გუნდებს შორის გამართული მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. ლოკოს რიგებიდან თავი ლაშა მენთეშაშვილმა გამოიჩინა.
გონიოსა და ლოკოს შეხვედრა ქობულეთის საფეხბურთო ცენტრში 2 მაისს 17:00 საათზე დაიწყება.
ეროვნული ლიგა 2 I მე-10 ტური:
გონიო - ლოკომოტივი
იბერია 1 - სამტრედია
მარტვილის მერანი - რუსთავი
მეშახტე - სიონი
დინამო 2 - სპაერი