ლოკო მარტვილის მერანთან გასვლითი შეხვედრისთვის ემზადება

ლოკო მარტვილის მერანთან გასვლითი შეხვედრისთვის ემზადება
14/05/2025

ლოკო მარტვილის მერანთან გასვლითი შეხვედრისთვის ემზადება

თბლისის ლოკომოტივი ეროვნული ლიგა 2-ის 2025 წლის სეზონის მე-12 ტურის მატჩისთვის ემზადება, რომელსაც სტუმრად მარტვლის მერანთან ჩაატარებს.

 

ამ მომენტისთვის ჩვენს გუნდს 11 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-8 ადგილზეა, ხოლო მარტვილის მერანი 20 ქულით მეორე პოზიციას იკავებს.

 

პირველ წრეში გუნდებს შორის ჩატარებული მატჩი საგურამოში მარტვილელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. ლოკოს მხრიდან გოლი ლაშა კალანდაძემ დენის ამოაკოს გადაცემის შემდეგ გაიტანა.

 

მარტვილის მერანისა და ლოკოს მატჩი 15 მაისს მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე 17:00 საათზე დაიწყება.

 

ეროვნული ლიგა 2 I მე-12 ტური:

 

მეშახტე - სპაერი
იბერია 2 - რუსთავი
სამტრედია - სიონი
გონიო - დინამო თბილისი 2
მარტვილის მერანი - ლოკომოტივი

more news