ოქროს ლიგაში ლოკოს 17-წლამდე გუნდმა ტორპედოს მოუგო

ოქროს ლიგაში ლოკოს 17-წლამდე გუნდმა ტორპედოს მოუგო
08/09/2025

ოქროს ლიგაში ლოკოს 17-წლამდე გუნდმა ტორპედოს მოუგო

ოქროს ლიგაში ჩვენმა 17-წლამდე გუნდმა ქუთაისის ტორპედოს შესაბამის ასაკობრივ გუნდს 2:0 მოუგო. ლოკოდან გოლები ნიკოლოზ ქემოკლიძემ და ნიკოლოზ ფეიქრიშვილმა გაიტანეს. ხაზი უნდა გავუსვათ იმ ფაქტს, რომ გოლების ავტორები ჩვენი აკადემიის აღზრდილები არიან.

 

ლოკოს 17-წლამდე გუნდს დიმა გორდელაძე წვრთნიდა, რომელიც გაგი გოგიტიძემ შეცვალა. ბოლო სამ ტურში 17-წლამდე გუნდმა გოგიტიძის ხელმძღვანელობით ითამაშა. ჩვენმა გუნდმა ოქროს ლიგაში 19-დან 9 მატჩი მოიგო, 5 ფრედ დაასრულა და 5 დათმო.32 ქულით მესამე ადგილზე ვართ, მხოლოდ თბილისის დინამოსა და იბერია 1999-ის 17-წლამდე გუნდებს ჩამოვრჩებით.

more news