ასაკობრივი ჯგუფები

თბილისის ლოკომოტივის აკადემიამ ფუნქციონირება 2015 წლის სექტემბერში დაიწყო. ამ დროისთვის, ჩვენი კლუბის აკადემიაში 200-ზე მეტი ფეხბურთელი ვარჯიშობს.

 

ლოკომოტივის აკადემიაში სულ 12 (U6, U7, U8, U9, U10, U11, U12, U13, U14, U15, U17, U19) ასაკობრივი გუნდია.

 

6-დან 9 წლამდე ასაკის ფეხბურთელები თბილისში, ვერის ბაღში მდებარე საფეხბურთო სტადიონზე ვარჯიშობენ. 10-დან 19 წლამდე გუნდებს, ვარჯიშები საგურამოს საფეხბურთო კომპლექსში უტარდებათ და მატჩებსაც ბაზაზე არსებულ სტადიონებზე მართავენ.