ტიტულები
თბილისის ლოკომოტივის საქართველოს საბჭოთა ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებულია. ჩვენმა გუნდმა პირველი ტიტული 1937 წელს, სწორედ აღნიშნულ ჩემპიონატში მოიგო. 1945 წელს ლოკომოტივი მეორედ გახდა საქართველოს საბჭოთა ჩემპიონი.
1961 წელს ლოკომოტივის საქართველოს საბჭოთა ჩემპიონატის პირველი ლიგის გამარჯვებული გახდა. 1939 და 1960 წლებში კი ვიცე-ჩემპიონი. აღნიშნულ ჩემპიონატში ლოკომოტივმა ორჯერ დაიკავა მესამე ადგილი, 1947 და 1969 წლებში.
1963 წელს ჩვენი გუნდი საქართველოს საბჭოთა ჩემპიონატის მეორე ლიგის გამარჯვებული გახდა.
საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ, თბილისის ლოკომოტივმა პირველი ტიტული 1997 წელს მოიპოვა. ჩვენი გუნდი საქართველოს პირველი ლიგის ჩემპიონი გახდა. აღნიშნული გათამაშება, ლოკომოტივმა მეორედ 2013 წელს მოიგო.
2001 და 2002 წელს, ლოკომოტივი ახლოს იყო ჩემპიონობასთან. ორივე შემთხვევაში, ჩვენმა კლუბმა სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა და შესაბამისად ეროვნული ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ლოკომოტივი დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის სამგზის მფლობელია. ჩვენმა გუნდმა ქვეყნის თასი 2000, 2002 და 2005 წლებში მოიპოვა. 2001 წელს კი ფინალში ქუთაისის ტორპედოსთან, პენალტების სერიაში დამარცხდა.