15 და 17 წლამდე ფეხბურთელების მიღება ლოკომოტივის აკადემიაში

15 და 17 წლამდე ფეხბურთელების მიღება ლოკომოტივის აკადემიაში
07/12/2017

15 და 17 წლამდე ფეხბურთელების მიღება ლოკომოტივის აკადემიაში

თბილისის ლოკომოტივის აკადემია იწყებს შესარჩევ ვარჯიშებს, 15 და 17 წლამდე ასაკობრივ გუნდებში.

2003 წელს დაბადებულ ფეხბურთელებს, საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ 21 დეკემბერს, საგურამოს ბაზაზე გასამართ შესარჩევ ვარჯიშში.

რაც შეეხება 17 წლამდე გუნდს. შესარჩევი ვარჯიში 22 დეკემბერს, ასევე საგურამოს ბაზაზე ჩატარდება. ვარჯიშში მონაწილეობის შესაძლებლობა 2001 და 2002 წელს დაბადებულ ფეხბურთელებს ექნებათ.

ორივე ასაკობრივი გუნდის ფეხბურთელებს, ვარჯიშამდე და ვარჯიშის შემდეგ, მოემსახურება თბილისის ლოკომოტივის ავტობუსი. 21 და 22 დეკემბერს, ავტობუსი საგურამოს ბაზის მიმართულებით, დიღმის მასივში მდებარე ტყე-პარკიდან, 12:00 საათზე გაემგზავრება.

შესარჩევ ვარჯიშებში მონაწილეობის მისაღებად, ფეხბურთელი 18 დეკემბრამდე, უნდა დარეგისტრირდეს ლოკომოტივის ვებგვერდზე. რეგისტრაციის გვერდზე, ყველა ველის შევსება აუცილებელია.

more news