15 და 17-წლამდე გუნდების გამარჯვებები ოქროს ლიგაში

29/09/2025
15 და 17-წლამდე გუნდების გამარჯვებები ოქროს ლიგაში
ოქროს ლიგის 19-წლამდე ჩემპიონატის ზედა ხუთეულში ქუთაისის ტორპედომ ლოკოს 19-წლამდე გუნდს 3:0 მოუგო.
ოქროს ლიგის 17-წლამდე ჩემპიონატის ზედა ხუთეულში ჩვენმა გუნდმა ტორპედოს შესაბამის ასაკობრივ გუნდს 4:0 სძლია. გოლები ფუტკარაძის, ნონეშვილის, ყანჩაშვილისა და სხირტლაძის ანგარიშზეა.
ოქროს ლიგის 15-წლამდე ჩემპიონატის ქვედა ხუთეულში ლოკომ 35-ე საფეხბურთო სკოლის გუნდს 3:0 მოუგო. გოლები კაპანაძის, ჯოჯუასა და გერბერის აქტივშია.