ლოკომოტივის 19 წლამდე გუნდმა ვიტ-ჯორჯია დაამარცხა

ლოკომოტივის 19 წლამდე გუნდმა ვიტ-ჯორჯია დაამარცხა
18/03/2017

ლოკომოტივის 19 წლამდე გუნდმა ვიტ-ჯორჯია დაამარცხა

18 მარტს, საქართველოს 19 წლამდე ლიგის მეორე ტურში, თბილისის ლოკომოტივის 19 წლამდე გუნდმა ვიტ-ჯორჯია დაამარცხა. საგურამოს ბაზაზე გამართული დაპირისპირება, გიორგი მინაშვილის ფეხბურთელებმა მინიმალური ანგარიშით მოიგეს.

 

მატჩის ერთადერთი გოლი 79-ე წუთზე თორნიკე მუზაშვილმა გაიტანა. ორი ტურის შემდეგ, მინაშვილის გუნდს 6 ქულა აქვს. მომდევნო მატჩს, ლოკომოტივი ცხინვალის წინააღმდეგ გამართავს.

 

ლოკომოტივი (U 19): გურგენიძე, ჯაფარიძე, ძებნიაური, ცერცვაძე, ნიკოლეიშვილი, ანდრონიკაშვილი, შეწირული, ვარძელაშვილი (ობოლაძე 60), გრძელიძე (გაბუნია 75), ბუღრიძე, ოზბეთელაშვილი (მუზაშვილი 60)

მთავარი მწვრთნელი: გიორგი მინაშვილი

გაფრთხილება: ცერცვაძე, მუზაშვილი

more news