ლოკომოტივი 2-მა საქართველოს უნივერსიტეტს 9 უპასუხო გოლი გაუტანა

ლოკომოტივი 2-მა საქართველოს უნივერსიტეტს 9 უპასუხო გოლი გაუტანა
19/09/2017

ლოკომოტივი 2-მა საქართველოს უნივერსიტეტს 9 უპასუხო გოლი გაუტანა

რეგიონული ლიგის მე-14 ტურში, თბილისის ლოკომოტივი 2-მა საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი დაამარცხა. ლოკოს აკადემიის ფეხბურთელებმა, საგურამოს ბაზაზე გამრთული მატჩი 9:0 მოიგეს.

 

აღსანიშნავია, რომ მატჩის ყველა გოლი მეორე ნახევარში გავიდა. სტუმრებს ჰეთთრიკი შეუსრულა ნიკოლოზ გაბრიჩიძემ. ლოკოს შემტევმა თავი 61-ე, 76-ე და 86-ე წუთებზე გამოიჩინა. 50-ე და 58-ე წუთებზე, დუბლი შეასრულა ლაშა ოზბეთელაშვილმა.

 

თითო-თითო გოლი გიორგი წულეისკირმა, ბექა ქებაძემ, ასევე შეცვლაზე შესულმა დემურ კანდელაკმა და გიორგი კიკნაძემ გაიტანეს.


ვლადიმერ ვაშაძის გუნდს 14 ტურის შემდეგ 31 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა. მომდევნო მატჩს, ლოკომოტივი 2 თორის წინააღმდეგ, 27 სექტემბერს გამართავს.

 

ლოკომოტივი 2: შეროზია, ჯაფარიძე, ცერცვაძე (დუმბაძე 73), შალამბერიძე, ქებაძე, შეწირული (კაპ), ძებნიაური (კანდელაკი 62), ნანობაშვილი, გაბრიჩიძე, წულეისკირი (კიკნაძე 62), ოზბეთელაშვილი

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ვაშაძე

 

არბიტრი: თორნიკე ხუბულური (გორი)

more news