აკადემიის შედეგები ოქროს ლიგაში

22/09/2025
აკადემიის შედეგები ოქროს ლიგაში
ოქროს ლიგის 19-წლამდე ჩემპიონატში დიმიტრი გორდელაძის გაწვრთნილმა ლოკოს 19-წლამდე გუნდმა ქუთაისის ტორპედოს 19-წლამდე გუნდს 2:1 მოუგო. ჩვენი გუნდიდან გოლები გოზალიშვილმა და ვიბლიანმა გაიტანეს.
ოქროს ლიგის 19-წლამდე ჩემპიონატი, სადაც 10 გუნდი ასპარეზობს, ორ ხუთგუნდიან ჯგუფად გაიყოფა, ჩვენი გუნდი ზედა ხუთეულში ითამაშებს. ანალოგიურად, ლოკომოტივის 17-წლამდე გუნდიც ოქროს ლიგის ზედა ხუთეულში იასპარეზებს.
ოქროს ლიგის 15-წლამდე ჩემპიონატში დათა ბაბუაძის გაწვრთნილმა ლოკოს 15-წლამდე გუნდმა თბილისის დინამოს 14-წლამდე გუნდთან 2:2 ითამაშა. ჩვენი გუნდიდან გოლები მანაგაძისა და ჯოჯუას ანგარიშზეა. ლოკოს 15-წლამდე გუნდი ოქროს ლიგის ქვედა ხუთეულში ითამაშებს.