ლოკოს 19 წლამდე გუნდმა სამტრედია დაამარცხა

ლოკოს 19 წლამდე გუნდმა სამტრედია დაამარცხა
20/09/2017

ლოკოს 19 წლამდე გუნდმა სამტრედია დაამარცხა

19 წლამდე, ოქროს ლიგის მე-3 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა სამტრედია დაამარცა. ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე, ვასილ მაისურაძის გუნდმა მეტოქეს 2:5 მოუგო.

 

ანგარიში მე-14 წუთზე მასპინძლებმა გახსნეს. ლაშა გურგენიძის კარი ზაურ ხაბეიშვილმა აიღო. წონასწორობა 24-ე წუთზე ლუკა ვარძელაშვილმა აღადგინა.

 

48-ე წუთზე, აკაკი ნინუამ მასპინძლები კიდევ ერთხელ დააწინაურა. ლოკოს კაპიტანმა, კაკი ქიმერიძემ, 63-ე და 64-ე წუთებზე სამტრედიას ორი გოლი გაუტანა და ჩვენი გუნდი წინ გაიყვანა.

 

75-ე წუთზე ლუკა სილაგაძემ კიდევ ერთხელ აიღო მასპინძელთა კარი. მატჩის საბოლოო შედეგი, 83-ე წუთზე, ქიმერიძემ დააფიქსირა და ჰეთთრიკი შეასრულა.

 

სამი ტურის შემდეგ, ვასილ მაისურაძის გუნდი 6 ქულით მეორე ადგილზეა. მომდევნო მატჩს ლოკო 29 სექტემბერს, დინამო თბილისის წინააღმდეგ, საგურამოს ბაზაზე გამართავს.

 

ლოკომოტივი (U 19): გურგენიძე, კიკალიშვილი, ანდრონიკაშვილი, ფიფია, ნიკოლეიშვილი, ლურსმანაშვილი, სილაგაძე, ვარძელაშვილი (ჯანაშია 63), ინჯგია (აბულაძე 81), ქიმერიძე (გოგია 85), ბუღრიძე

მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე

 

არბიტრი: დავით სანოძე (ხონი)

more news