ლოკო 2-მა ბეთლემი დაამარცხა და ეროვნულ ლიგა 3-ში მეხუთე ადგილზეა

ლოკო 2-მა ბეთლემი დაამარცხა და ეროვნულ ლიგა 3-ში მეხუთე ადგილზეა
18/04/2024

ლოკო 2-მა ბეთლემი დაამარცხა და ეროვნულ ლიგა 3-ში მეხუთე ადგილზეა

ეროვნული ლიგა 3-ის მე-7 ტურის შეხვედრაში ლოკო 2 ბეთლემს დაუპირისპირდა და 3:2 გაიმარჯვა.

 

პირველი ტაიმი ჩვენმა გუნდმა 0:1 დათმო, თუმცა მეორეში ტემპს მოუმატა, თამაშის ხარისხი გააუმჯობესა. ჩოხელისა და ოზბეთელაშვილის გოლებით ლოკო 2 წინ გავიდა. 69-ე წუთზე მიხეილ ერგემლიძემ წონასწორობა აღადგინა, ხოლო ჩვენს გუნდს გამარჯვება 74-ე წუთზე ნიკოლოზ ჩოხელმა მოუტანა.

 

ამ მომენტისთვის ლოკო 2 ეროვნულ ლიგა 3-ში 11 ქულით მე-5 ადგილზეა. ჩვენი ფეხბურთელები მორიგ მატჩს გარდაბანთან 25 აპრილს ჩაატარებენ.

more news