ლოკომოტივი 2-მა მაჭახელა დიდი ანგარიშით დაამარცხა

ლოკომოტივი 2-მა მაჭახელა დიდი ანგარიშით დაამარცხა
17/08/2023

ლოკომოტივი 2-მა მაჭახელა დიდი ანგარიშით დაამარცხა

ეროვნულ ლიგა 3-ში მე-14 ტურის შეხვედრა ჩაატარა თბილისის ლოკომოტივი 2-მა. ჩვენმა გუნდმა დიღმის ოლიმპიური სოფლის სტადიონზე მაჭახელა მიიღო და დიდი ანგარიშით, 6:1 დაამარცხა.

 

პირველ ტაიმში ლოკომ ორბურთიანი უპირატესობა ვანო შერმადინისა და დათო ბუკიას გოლებით მოიპოვა. მეორე ტაიმი დავით გაბისონიას დუბლით დაიწყო, რასაც ნიკოლოზ ნინიძის გოლიც მოჰყვა და ანგარიში 5:0 გახდა. 67-ე წუთზე მაჭახელამ ერთი ბურთი გაქვითა, ხოლო შეხვედრაში საბოლოო შედეგი 88-ე წუთზე ნიკოლოზ ნინიძემ დააფიქსირა.

 

ეროვნულ ლიგა 3-ში ლოკომ ამ გამარჯვებით 14 ტურის შემდეგ 17 ქულა დააგროვა და გათამაშების ცხრილში მე-11 ადგილს იკავებს. სეზონის განახლების შემდეგ ჩვენმა გუნდმა მაჭახელასთან მატჩამდე ორი შეხვედრა ფრედ დაასრულა.

 

ლოკო 2-ის მომდევნო მეტოქე ჩემპიონატში ზესტაფონი იქნება. შეხვედრა ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე 24 აგვისტოს, 17:00 საათზე გაიმართება. იმერული გუნდი ამჟამად ეროვნული ლიგა 3-ის გასავარდნ ზონაშია 10 ქულით.

more news