ლოკომოტივი 2-მა სეზონის წინ გამართული ბოლო სპარინგ-მატჩი მოიგო

ლოკომოტივი 2-მა სეზონის წინ გამართული ბოლო სპარინგ-მატჩი მოიგო
27/07/2023

ლოკომოტივი 2-მა სეზონის წინ გამართული ბოლო სპარინგ-მატჩი მოიგო

თბილისის ლოკომოტივი 2-მა წინასასეზონო მომზადება დაასრულა. უკანასკნელ სპარინგ-მატჩში ჩვენმა გუნდმა გარდაბანი 4:2 დაამარცხა.

 

თბილისში, დიღმის ოლიმპიური სოფლის სტადიონზე ჩატარებულ შეხვედრაში გარდაბანის წინააღმდეგ გოლების გატანა დარტობმა, ფლოიდმა, თურქიამ და ნინიძემ მოახერხეს.

 

ჩვენმა გუნდმა სეზონის განახლების წინ სულ 8 შეხვედრა გამართა, საიდანაც 5 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. ლოკო 2-ის ფეხბურთელებმა ამ მატჩების მანძილზე 25 გოლი გაიტანეს, ხოლო საკუთარ კარში 9 გოლი მიიღეს.

 

ლოკო 2 ეროვნულ ლიგა 3-ს 4 აგვისტოს, გურიასთან მატჩით განაახლებს.

more news