ლოკომოტივი 2-მა თბილისის მერანი 2-თან შეხვედრა ფრედ დაასრულა

ლოკომოტივი 2-მა თბილისის მერანი 2-თან შეხვედრა ფრედ დაასრულა
12/08/2023

ლოკომოტივი 2-მა თბილისის მერანი 2-თან შეხვედრა ფრედ დაასრულა

ეროვნული ლიგა 3-ის მე-13 ტურში თბილისის ლოკომოიტივი 2 სტუმრად, შრომითი რეზერვების სტადიონზე თბილისის მერანი 2-ს დაუპირისპირდა. მატჩი დაძაბული და უხვგოლიანი გამოვიდა და საბოლოოდ 3:3 დასრულდა.

 

თამაში ლოკოს უპირატესობით დაიწყო და მატჩის მე-6 წუთზე ჩვენი გუნდი დავით გაბისონიამ დააწინაურა. 37-ე წუთზე ნიკა ხეცურიანმა წონასწორობა აღადგინა, თუმცა ტაიმი მაინც ლოკომ მოიგო, მე-40 წუთზე რევაზ ხინჩიაშვილმა გაიტანა - 2:1 ლოკომოტივის სასარგებლოდ.

 

მეორე ტაიმში, 72-ე წუთზე ვახტანგ აბაკელიამ ანგარიში კვლავ გაათანაბრა, ხოლო ნიკა ხეცურიანმა მე-80 წუთზე მერანი 2 3:2 დააწინაურა. უკანასკნელ წუთებზე ლოკომოტივმა მაინც შეძლო ქულის გადარჩენა. მსაჯის მიერ დამატებულ მე-5 წუთზე ნიკოლოზ ჩოხელმა შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

 

ეროვნული ლიგა 3-ის მე-14 ტურის მატჩს ლოკომოტივი 2 მაჭახელასთან დიღმის ოლიმპიური სოფლის სტადიონზე ჩაატარებს. შეხვედრა 17 აგვისტოს, 17:00 საათზე გაიმართება.

more news