ლოკომოტივი 2-მა ზესტაფონთან სტუმრად ფრედ ითამაშა

ლოკომოტივი 2-მა ზესტაფონთან სტუმრად ფრედ ითამაშა
24/08/2023

ლოკომოტივი 2-მა ზესტაფონთან სტუმრად ფრედ ითამაშა

ლოკომოტივი 2-მა ეროვნული ლიგა 3-ის მე-15 ტურის შეხვედრა სტუმრად ზესტაფონთან გამართა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

 

დავით აბაშიძე არენაზე ჩატარებული თამაში მასპინძლების უპირატესობით დაიწყო. ზესტაფონმა დაწინაურება 35-ე წუთზე მოახერხა, გოლი ნიკოლოზ ხელიძემ გაიტანა. ჩვენი გუნდი მეორე ტაიმში გააქტიურდა, ცვლილებებმა შედეგი გამოიღო და 57-ე წუთზე დათო ბუკიამ ანგარიში გაათანაბრა, რითიც მატჩში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

 

15 ტურის შემდეგ ლოკო 2 ეროვნული ლიგა 3-ის გათამაშების ცხრილში 18 ქულით მე-11 ადგილზეა. ჩვენი გუნდი მომდევნო შეხვედრას 31 აგვისტოს, სტუმრად გრიგოლ ჯომართიძის სტადიონზე, ბორჯომთან ჩაატარებს. 

more news