ლოკოს 9-წლამდელთა გუნდმა Junior Cup-ზე მეორე ადგილი დაიკავა

ლოკოს 9-წლამდელთა გუნდმა Junior Cup-ზე მეორე ადგილი დაიკავა
28/03/2024

ლოკოს 9-წლამდელთა გუნდმა Junior Cup-ზე მეორე ადგილი დაიკავა

თბილისის ლოკომოტივის 9-წლამდელთა გუნდმა Junior Cup-ზე გამოსვლა მეორე ადგილზე დაასრულა.

 

ჩვენმა პატარა ფეხბურთელებმა, რომელთა მთავარი მწვრთნელიც ლაშა სიმონიაა, ტურნირზე პირველი შეხვედრა აქტაუს კასპიისთან 1:1 დაასრულეს, გოლის გატანა ლოკოს მხრიდან სანდრო გოცირიძემ მოახერხა.

 

მეორე მატჩში ლოკომ დინამო ბათუმი სანდრო გოცირიძის, გეგა როგავასა და დუდუ ახსაბაძის გოლებით 3:1 დაამარცხა. მეოთხედფინალში რუსთავის გორდას 5:0 ვძლიეთ, გოლის ავტორები სანდრო გოცირიძე (2), ალექსანდრე სამხარაძე (2) და ილია კორკელია იყვნენ.

 

დაძაბული და საინტერესო გამოვიდა ნახევარფინალი სულაქველიძის აკადემიასთან. მატჩი 4:2 მოვიგეთ, ჰეთთრიქი შეასრულა ილია კორკელიამ, ხოლო ერთი გოლი დუდუ ახსაბაძემ გაიტანა.

 

ფინალური მატჩი პატარა ლოკოელებმა ყაზახეთის ასტანასთან დათმეს და ტურნირი მეორე ადგილზე დაასრულეს.

 

ტურნირის საუკეთესო უნივერსალი ფეხბურთელი ილია კორკელია გახდა, ხოლო სანდრო გოცირიძე მაყურებელთა სიმპატია.

more news