ლოკოს სამი ფეხბურთელი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს

ლოკოს სამი ფეხბურთელი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს
05/08/2023

ლოკოს სამი ფეხბურთელი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს

საქართველოს 19-წლამდე ვაჟთა ნაკრები, 12 და 14 აგვისტოს სტუმრად, სკოპიეში, ჩრდ. მაკედონიის 19-წლამდე გუნდს შეხვდება, რომლის წინააღმდეგ საერთაშორისო ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებს.

 

საქართველოს ნაკრებმა შეკრება დღეს დაიწყო. გუნდთან ერთად ლოკომოტივის სამი ფეხბურთელია - მეკარე სოსო კოპალიანი, მცველი დავით ბუკია და ნახევარმცველი ნიკოლოზ ნინიძე.

 

ვასილ მაისურაძის გუნდი, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდისთვის მზადებას განაგრძობს. ჯგუფური ეტაპზე, 19-წლამდელები - კვიპროსს, მოლდოვას და ესპანეთს დაუპირისპირდებიან. მატჩებს 15-დან, 21 ნოემბრის ჩათვლით საქართველო უმასპინძლებს.

 

2024 წლის უეფა-ს 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატს, 15 ივლისიდან, 28 ივლისის ჩათვლით ჩრდილოეთ ირლანდია უმასპინძლებს. ტურნირის ფინალი ქვეყნის მთავარ სტადიონზე, ბელფასტში - უინძორ პარკზე გაიმართება.

 

more news