ლოკომოტივის მატჩები Silk უნივერსალზე

ლოკომოტივის მატჩები Silk უნივერსალზე
21/07/2017

ლოკომოტივის მატჩები Silk უნივერსალზე

ეროვნული ლიგის მეორე წრეს, თბილისის ლოკომოტივი სასიამოვნო სიახლით ხვდება. კლუბის გადაწყვეტილებით, ლოკომოტივის საშინაო და გასვლითი მატჩების პირდაპირი ტრანსლაცია ტელეკომპანია Silk უნივერსალის ეთერით გადაიცემა.

 

საუბარია ეროვნული ლიგის იმ მატჩებზე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში ვერ მოხვდება.

 

Silk უნივერსალზე, პირდაპირი ტრანსლაციების გარდა, რამდენიმე დღით ადრე მატჩის ანონსი გავა, რომელიც მაყურებელს კონკრეტული მატჩის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწოდებს.

 

გვინდა მადლობა გადავუხადოთ Silk TV-ს. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი და წარმატებული იქნება.

 

უგულშემატკივრე ლოკომოტივს Silk TV-ს არხებზე!

more news