დინამო VS ლოკომოტივი - გიორგი მინაშვილის გუნდი გალიდერდა

დინამო VS ლოკომოტივი - გიორგი მინაშვილის გუნდი გალიდერდა
03/04/2017

დინამო VS ლოკომოტივი - გიორგი მინაშვილის გუნდი გალიდერდა

საქართველოს 19 წლამდე ლიგის მეოთხე ტურში, თბილისის ლოკომოტივი დინამო თბილისს დაუპირისპირდა და ფრე ითამაშა.

ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიაში გამართული მატჩი 2:2 დასრულდა.

 

ანგარიში გიორგი მინაშვილის ფეხბურთელებმა გახსნეს. გოლი მე-13 წუთზე ლაშა ოზბეთელაშვილმა გაიტანა. 29-ე წუთზე მასპინძლებმა ანგარიში მიხეილ ერგემლიძის გოლით გაათანაბრეს. დინამოელთა მე-11 ნომერმა, 58-ე წუთზე დუბლი შეასრულა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა.

 

84-ე წუთზე ანგარიში გაგა წულეისკირმა გაათანაბრა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

ოთხი ტურის შემდეგ, გიორგი მინაშვილის გუნდი, 10 ქულით პირველ ადგილზეა.

 

ლოკომოტივის აკადემიის 19 წლამდე გუნდი, მომდევნო მატჩს 7 აპრილს, ცხინვალის წინააღმდეგ გამართავს.

 

ლოკომოტივი (U 19): გურგენიძე, ჯაფარიძე, ანდრონიკაშვილი, ფიფია, ნიკოლეიშვილი (ცერცვაძე 38), ძებნიაური, ობოლაძე, მუზაშვილი (კაპ), ქიმერიძე (შეწირული 38), წულეისკირი, ოზბეთელაშვილი (გრძელიძე 61)

მთავარი მწვრთნელი: გიორგი მინაშვილი

more news