თბილისის ლოკომოტივმა ბენდელას თასი მოიგო
თბილისის ლოკომოტივმა ბენდელას თასი მოიგო
ბენდელას თასის 2024 წლის გათამაშება თბილისის ლოკომოტივის გამარჯვებით დასრულდა.
გათამაშების ფინალში ჩვენმა აკადემიის გუნდმა ყაზახური კაირატი 1:0 დაამარცხა. წლევანდელ ტურნირზე 16 გუნდი 4 ქვეჯგუფში გადანაწილდა.
პირველ შეხვედრაში ლოკომ ერთობას 7:0 სძლია. იაშვილმა 3 გოლი გაიტანა, თითოჯერ თავი ზეინკლიშვილმა, ფაჩულიამ, ამირანაშვილმა და ბაღანაშვილმა გამოიჩინეს.
შემდეგ იბერიასთან 4:3 გავიმარჯვეთ, ორჯერ ბაღანაშვილმა გაიტანა, ხოლო ორჯერ - ყიფიანმა. მერე კი გურჯაანი 6:0 დავამარცხეთ - იაშვილმა ორჯერ შეძლო თავის გამოჩენა, ბაღანაშვილმა, ამირანაშვილმა, ზეინკლიშვილმა და ბლიაძემ თითოჯერ.
მეოთხედფინალში იბერიასთან 1:0 ბლიაძის გოლით გავიმარჯვეთ, ფინალში გასასვლელ შეხვედრაში კი ინტერის აკადემიას 2:0 ბაღანაშვილისა და ყიფიანის გოლით ვაჯობეთ.
რაც შეეება ფინალს, კაირატის კარში გამარჯვების გოლი იაშვილის ანგარიშზეა.
ფინალის საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი იაშვილი გახდა, ტურნირის საუკეთესო მეკარე - ნიკოლოზ ჩიხლაძე, ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელი ნიკოლოზ ბაღანაშვილი. საუკეთესო მწვრთნელად ლოკოს დამრიგებელი ლაშა კვარაცხელია აღიარეს, ხოლო შეჯიბრების საუკეთესო ფეხბურთელად საბა სუჯაშვილი დასახელდა.