საგურამოს ბაზა

თბილისის ლოკომოტივის სავარჯიშო ბაზა, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში, თბილისიდან 26 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

 

საგურამოს საფეხბურთო ბაზის მშენებლობა 2006 წელს, ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის ლოკომოტივის ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე დაიწყო.

 

დღემდე, ბაზის 30% ფეხბურთის ფედერაციის, ხოლო 70% ლოკომოტივის საკუთრებაა.

 

ბაზის დირექტორი ერეკლე ჩოთალიშვილია, რომელიც აღნიშნულ პოზიციას 2009 წლიდან იკავებს.

 

ბაზაზე 7 ჰექტარი მიწის ფართობია ათვისებული, სადაც სამი სტანდარტული (ორი ბუნებრივი, ერთი ხელოვნურსაფარიანი) მოედანი და სამსართულიანი შენობა მდებარეობს.

 

შენობის ძირითად ნაწილში, მენეჯმენტისთვის და მწვრთნელებისთვის განკუთვნილი ოფისებია განლაგებული. აქვეა ფეხბურთელების საცხოვრებელი, მოსასვენებელი და გასართობი სივრცე, ასევე სამზარეულო.

 

ლოკომოტივის მთავარ გუნდთან ერთად, საგურამოს ბაზაზე აკადემიის 12, 13, 15, 17 და 19-წლამდე გუნდები ვარჯიშობენ და თამაშობენ.

 

ბაზის სამი მოედნიდან ერთ-ერთი, ლიცენზირების მოთხოვნებს აკმაყოფილებს, რომელზეც 650 ადამიანზე გათვლილი ტრიბუნა და განათების ბოძებია დამონტაჟებული.

 

ორივე ბუნებრივსაფარიან მოედანს, საკუთარი სარწყავი სისტემა აქვს. ბაზის მთელ ტერიტორიაზე 2500-ზე მეტი ხეა დარგული.

 

ლოკომოტივის საფეხბურთო ბაზაზე, ამჟამად, 10 ადამიანია დასაქმებული.