რეგიონული ლიგა - ლოკომოტივი 2-მა დიდი ანგარიშით მოიგო

რეგიონული ლიგა - ლოკომოტივი 2-მა დიდი ანგარიშით მოიგო
06/04/2017

რეგიონული ლიგა - ლოკომოტივი 2-მა დიდი ანგარიშით მოიგო

საქართველოს რეგიონული ლიგის მე-3 ტურში, თბილისის ლოკომოტივი 2-მა, სტუმრად საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი დაამარცხა.

 

გიორგი მინაშვილის ფეხბურთელებმა, მეტოქეს 6:1 მოუგეს. ლოკომოტივმა ანგარიში მე-18 წუთზე გახსნა, გოლი საკუთარ კარში მასპინძელთა მცველმა, გიორგი ქორიძემ გაიტანა.

 

31-ე წუთზე ლევან გრძელიძემ საქართველოს უნივერსიტეტს მეორე გოლი გაუტანა, ზუსტად სამ წუთში კი აკაკი ქიმერიძემ გამოიჩინა თავი.

 

პირველი ტაიმის მიწურულს, ლუკა ხარძიანმა შეძლო გოლის გატანა და ლოკომოტივი კიდევ უფრო დააწინაურა. საქართველოს უნივერსიტეტმა ერთადერთი გოლი 53-ე წუთზე გაიტანა, თავი ნიკა ტუღუშმა გამოიჩინა.

 

59-ე წუთზე, სანდრო შეწირულის ნაცვლად მოედანზე ლაშა-გიორგი ობლაძე შევიდა, რომელმაც ზუსტად ერთ წუთში შეძლო გოლის გატანა. მატჩის საბოლოო შედეგი 88-ე წუთზე თემო გაბუნიამ დააფიქსირა.

 

მინაშვილის გუნდს, სამი ტურის შემდეგ 7 ქულა აქვს. მომდევნო მატჩს ლოკომოტივი 2, სტუმრად, თორის წინააღმდეგ გამართავს.

 

ლოკომოტივი 2: შეროზია, გელაშვილი, ჭურღულაშვილი, გურგენიძე, ცერცვაძე ფიფია 46), ლურსმანაშვილი, გრძელიძე, შეწირული (ობოლაძე 59), ხარძიანი, ქიმერიძე (ძებნიაური 46), გაბუნია

მთავარი მწვრთნელი: გიორგი მინაშვილი

 

არბიტრი: მალხაზ ბეუქლიშვილი (ყვარელი)

more news