ლოკომოტივი 1-3 დილა

ლოკომოტივი 1-3 დილა
26/04/2018

ლოკომოტივი 1-3 დილა

ეროვნული ლიგის მე-8 ტურში, თბილისის ლოკომოტივი გორის დილასთან დამარცხდა. 26 აპრილს, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე გამართული დაპირისპირება, სტუმრებმა 1-3 მოიგეს.

ანგარიში მე-19 წუთზე, დილას შემტევმა ლეანდრო რიბეირომ გახსნა. 30-ე წუთზე, ალვინ ფორტესმა ლოკომოტივს მეორე გოლი გაუტანა.

ტაიმის მიწურულს ლოკომ ერთი ბურთი გაქვითა. თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად რომან ჭანტურიამ შეასრულა. პენალტი ლოკომოტივმა გუნდის კაპიტნის, დავით უბილავას აქტიურობის შემდეგ მოიპოვა.

მეორე ნახევარი ლაშა ჭაღიაშვილმა ცვლილებით დაიწყო. ოთარ კობახიძის ნაცვლად თამაშში ლაშა გვალია ჩაერთო. მალევე, თორნიკე ძებნიაური თეიმურაზ შონიამ, ვატო არველაძე კი ლუკა კიკაბიძემ შეცვალა.

ლოკომოტივს ანგარიშის გათანაბრების სამი კარგი შანსი ჰქონდა. რომან ჭანტურიას დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა მისი შორეული დარტყმა ხარიხას მოხვდა. ლუკა კიკაბიძესა და მამია გავაშელიშვილს სტუმართა მეკარემ აჯობა.

აღსანიშნავია, რომ დილასთან მატჩი, გავაშელიშვილისთვის ლოკომოტივის მაისურით მე-100 იყო.


მატჩის საბოლოო ანგარიში 61-ე წუთზე რიბეირომ, თერთმეტმეტრიანი დარტყმით დააფიქსირა. 

8 ტურის შემდეგ, ლოკო 4 ქულით ბოლო ადგილზეა. მომდევნო მატჩს, ლაშა ჭაღიაშვლის გუნდი 2 მაისს, რუსთავთან, გამართავს.

ლოკომოტივი: თევდორაძე, უბილავა (კაპ), ცნობილაძე, ლობჟანიძე, გაბაძე, სამურკასოვი, ძებნიაური (შონია 64), კობახიძე (გვალია 46), არველაძე (კიკაბიძე 65), გავაშელიშვილი, რ.ჭანტურია

მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი

გაფრთხილება: გვალია (49), სამურკასოვი (55), რ.ჭანტურია (72)

მთავარი მსაჯი: პაპუნა მაჭარაძე

more news