ლოკო რუსთავთან საშინაო შეხვედრისთვის ემზადება

ლოკო რუსთავთან საშინაო შეხვედრისთვის ემზადება
12/04/2024

ლოკო რუსთავთან საშინაო შეხვედრისთვის ემზადება

თბლისის ლოკომოტივი ეროვნული ლიგის მე-6 ტურის შეხვედრისთვის ემზადება, რომელსაც ჩვენი გუნდი შინ, მიხეილ მესხი 2-ზე რუსთავთან ჩაატარებს.

 

ლოკოს მიმდინარე სეზონში მოგება არ აქვს, ჩვენი გუნდი 3 ქულით მე-9 ადგილზეა. გასული 5 მატჩიდან 2 წავაგეთ, ხოლო 3 ფრედ დავასრულეთ.

 

რაც შეეხება მეტოქეს, რუსთავმა გასული 5 ტურიდან 3-ში გაიმარჯვა და 2 შეხვედრა დათმო. ჩვენთან შეხვედრას კი ზედიზედ 2 მოგებით ხვდება.

 

ლოკო და რუსთავი ერთმანეთს 2023 წლის ეროვნული ლიგა 2-ის პლეი აუტში შეხვდნენ. ჩვენმა ფეხბურთელებმა მეტოქე ორი მატჩის ჯამში 7:4 დაამარცხეს.

 

მიხეილ მესხი 2-ზე გუნდებს შორის ჩასატარებელი მატჩი 13 აპრილს, 19:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია.

 

ეროვნული ლიგა 2, მე-6 ტური:

 

არაგვი - ხობი
გარეჯი - ბოლნისის სიონი
ვიტ ჯორჯია - დინამო თბილისი 2
ლოკომოტივი - რუსთავი
სპაერი - შტურმი

more news