ლოკო ეროვნული ლიგა 2-ის მესამე ტურში დინამო თბილისი 2-ს შეხვდება

ლოკო ეროვნული ლიგა 2-ის მესამე ტურში დინამო თბილისი 2-ს შეხვდება
13/03/2024

ლოკო ეროვნული ლიგა 2-ის მესამე ტურში დინამო თბილისი 2-ს შეხვდება

თბილისის ლოკომოტივი ეროვნული ლიგა 2-ის მე-3 ტურის შეხვედრისთვის ემზადება, რომელსაც ჩვენი გუნდი დინამო თბილისი 2-თან ჩაატარებს.

 

2 ტურის შემდეგ ჩვენს გუნდს 1 ქულა აქვს - სპაერთან სტუმრად ფრე (1:1) ვითამაშეთ, ხოლო საკუთარ მოედანზე ვიტ ჯორჯიასთან 0:1 დავმარცხდით.

 

რაც შეეხება მეტოქეს, დინამო თბილისი 2 სეზონს კარგ ფორმაში შეხვდა, მათ 2 დან 2 თამაში მოიგეს. დინამომ ჯერ რუსთავი დაამარცხა 2:1, ხოლო შემდეგ ხობის კოლხეთს 1:0 სძლია.

 

გასულ სეზონში ლოკო და დინამო თბილისი 2 ერთმანეთს ოთხჯერ შეხვდნენ. ერთხელ გავიმარჯვეთ, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო ორჯერ დავმარცხდით.

 

დინამო თბილისი 2-ისა და ლოკომოტივის მატჩი 14 მარტს 14:00 საათზე გაიმართება.

more news