ლოკომ გასვლითი მატჩი გონიოსთან გამართა

02/05/2025
ლოკომ გასვლითი მატჩი გონიოსთან გამართა
თბილისის ლოკომოტივმა ეროვნული ლიგა 2-ის 2025 წლის სეზონის მეორე წრის პირველი მატჩი სტუმრად გონიოსთან გამართა და 1:2 დამარცხდა.
ლოკოს მხრიდან შეხვედრაში გოლი დენის ამოაკომ გაიტანა, ხოლო გონიოს შემადგენლობიდან თავი იგორ დუტრამ და აფხაზავამ გამოიჩინეს.
10 ტურის შემდეგ ჩვენი გუნდი ეროვნულ ლიგა 2-ში 11 ქულით მე-6 ადგილზეა. მომდევნო მატჩს 9 მაისს მეშახტესთან ჩავატარებთ.