ლოკომ მარტვილის მერანთან მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო

15/05/2025
ლოკომ მარტვილის მერანთან მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო
თბილისის ლოკომოტივმა ეროვნული ლიგა 2-ის 2025 წლის სეზონის მე-12 ტურში გასვლაზე მარტვილის მერანი 2:0 დაამარცხა.
ჩვენმა გუნდმა ანგარიში 48-ე წუთზე გახსნა, გოლი თორნიკე მოლაშვილის ანგარიშზეა. 66-ე წუთზე დათო ბუკიამ ლოკოს უპირატესობა ორბურთიანი გადახადა, რის შემდეგაც აღარაფერი შეცვლილა.
12 ტურის შემდეგ ლოკომოტივი ეროვნულ ლიგა 2-ში 14 ქულით სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა, თუმცა ეროვნული ლიგისთვის მებრძოლ პლეი ოფის ზონას მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება.
მომდევნო ტურის მატჩს ჩვენი გუნდი 20 მაისს საკუთარ მოედანზე სამტრედიასთან ჩაატარებს.
ეროვნული ლიგა 2 I მე-12 ტური:
გონიო 3:1 დინამო თბილისი 2
იბერია 2 2:0 რუსთავი
მერანი 0:2 ლოკომოტივი
სამტრედია 0:0 სიონი
მეშახტე 0:0 სპაერი