11-წლამდე გუნდმა ბენდელას საერთაშორისო თასზე ითამაშა
19/12/2025
11-წლამდე გუნდმა ბენდელას საერთაშორისო თასზე ითამაშა
ლოკოს აკადემიის 11-წლამდე გუნდმა ბენდელას საერთაშორისო თასზე ითამაშა. ჯგუფურ ეტაპზე გლდანის აკადემიასთან 0:1 დავმარცხდით, მეორე ტურში ფოთის კოლხეთს 4:1 მოვუგეთ. ჩვენი გუნდიდან გოლები ორაგველიძის (2), ნიჟარაძისა და ჯიღაურის ანგარიშზეა. მესამე ტურში აზერბაიჯანული ტექსილი 2:0 დავამარცხეთ, გოლები კოპალეიშვილმა და ბოლოთაშვილმა გაიტანეს. მერვედფინალში დაძაბულ მატჩში თბილისის დინამოსთან მატჩი 0:1 დავთმეთ.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი ტურნირის გამარჯვებული, 2023 და 2024 წლებში, ლოკომოტივი გახლავთ.