15 წლამდე ლიგა - ლოკომოტივმა სიონი დაამარცხა
15 წლამდე ლიგა - ლოკომოტივმა სიონი დაამარცხა
საქართველოს 15 წლამდე ლიგის, აღმოსავლეთ ზონის მე-4 ტურში, ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა ბოლნისის სიონი დაამარცხა. 7 სექტემბერს, დაბა კაზრეთში გამართული დაპირისპირება, ნიკა ფოცხვერიას ფეხბურთელებმა 3:0 მოიგეს.
სიონს პირველი გოლი 27-ე წუთზე, გაბრიელ ხუციშვილმა გაუტანა. პირველი ტაიმის მიწურულს, ნიკოლოზ ჭოხონელიძემ ბოლნისელთა კარი მეორედ აიღო.
მატჩის საბოლოო ანგარიში, 68-ე წუთზე ნიკა ხუციშვილმა დააფიქსირა. სიონთან გამარჯვების შემდეგ, ლოკოს 5 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა. მომდევნო მატჩს, ფოცხვერიას გუნდი საკუთარ მოედანზე, ავაზას წინააღმდეგ გამართავს.
ლოკომოტივი (U 15): მახარაძე, კაპანაძე (სამყურაშვილი 65), თაბუაშვილი, ჭოხონელიძე, ჩლაიძე (ქადარია 64), ავალიანი (შოშიტაშვილი 38), გაბრიელ ხუციშვილი (გოგილაშვილი 66), ნიკა ხუციშვილი, გაგნიძე (ფარსადანაშვილი 36), ცეცხლაძე (ებრალიძე 49), კეკელიძე (კაპ)
მთავარი მწვრთნელი: ნიკა ფოცხვერია
არბიტრი: შოთა ვაწაძე (ქუთაისი)