12-წლამდე გუნდი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია
12-წლამდე გუნდი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია
ჩვენი აკადემიის 12-წლამდე გუნდმა თენგიზ ბურჯანაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი მოიგო, ფინალში ინტერის აკადემია ზაზა ჩაგელიშვილის გოლით 1:0 დავამარცხეთ.
რაც შეეხება ფინალამდე განვლილ გზას, ლაშა კვარაცხელიას გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე პირველ შეხვედრაში გორის გორი დაამარცხა ანგარიშით 0-8. გოლები ბაღანაშვილის (2), იაშვილის, კაკაბაძის, ლაფაჩის (2), ამირანაშვილისა დ ბურჭულაძის ანგარიშზეა. მეორე ტურში ინტერის აკადემიასთან 0:0 ვითამაშეთ. ბოლო ტურში სომხურ არარატს 9:0 მოვუგეთ. გოლები მაკარაშვილმა (2), ჩაგელიშვილმა (2), იაშვილიმა(2), ბურჭულაძემ (1) და ბაღანაშვილმა გაიტანეს. ნახევარფინალში ყაზახურ აქტობეს 2:1 მოვუგეთ. დაჩი ლაფაჩი დუბლის ავტორია.
ჩვენი გუნდის მეკარე ნიკო ჩიხლაძე ტურნირის საუკეთესო მეკარედ დასახელდა, ტურნირის საუკეთესო მოთამაშე ჩვენი გუნდის ფეხბურთელი დაჩი ლაფაჩი გახდა.