17 წლამდე გუნდი 35-ე საფეხბურთო სკოლასთან დამარცხდა

17 წლამდე გუნდი 35-ე საფეხბურთო სკოლასთან დამარცხდა
09/10/2017

17 წლამდე გუნდი 35-ე საფეხბურთო სკოლასთან დამარცხდა

17 წლამდე, ოქროს ლიგის მე-10 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდი 35-ე საფეხბურთო სკოლასთან დამარცხდა.

თბილისში, 9 ოქტომბერს გამართული დაპირისპირება, პაატა გოცირიძის გუნდმა 2:1 წააგო.

 

ანგარიში მე-4 წუთზე, ლოკომოტივმა გახსნა. მასპინძელთა კარში, გოლი ლუკა კანკიამ გაიტანა. 35-ე საფეხბურთო სკოლამ წონასწორობა მე-9 წუთზე აღადგინა. ლოკოს კარში, გოლი ნიკოლოზ სამუშიამ გაიტანა.

გამარჯვების გოლი, 73-ე წუთზე, გიორგი ენუქიძემ გაიტანა. ლოკოს 17 წლამდე გუნდი 15 ქულით მე-6 ადგილზეა. მომდევნო მატჩს, პაატა გოცირიძის გუნდი 13 ოქტომბერს, დინამო თბილისის წინააღმდეგ გამართავს.

ლოკომოტივი: მიქავა, გუგუნავა, ბაქრაძე, შიუკაშვილი, ქურდაძე (საჯაია 60), კილასონია (გაბეჩავა 62), გოლუბიანი (ზუმბაძე 75), ნადარეიშვილი (კაპ), კუხიანიძე (კერესელიძე 71), კანკია (აბრამიშვილი 62), ხაარძიანი

მთავარი მწვრთნელი: პაატა გოცირიძე

არბიტრი: გურამ მაჩიტიძე (ბაღდათი)

more news