17 წლამდე ლიგა - ლოკომოტივმა გაგრა დაამარცხა

17 წლამდე ლიგა - ლოკომოტივმა გაგრა დაამარცხა
21/10/2017

17 წლამდე ლიგა - ლოკომოტივმა გაგრა დაამარცხა

17 წლამდე, ოქროს ლიგის მე-11 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა გაგრა დაამარცხა. 21 ოქტომბერს, სტადიონ შატილზე გამართული დაპირისპირება, ლოკოს 17 წლამდელებმა 4:1 მოიგეს.

პირველი ნახევარი 1:1 დასრულდა. ანგარიში მე-20 წუთზე მასპინძლებმა გახსნეს. გოლი ლუკა კარანაძემ გაიტანა. პაატა გოცირიძის გუნდმა წონასწორობა 30-ე წუთზე აღადგინა. მასპინძელთა კარი, ზურაბ ზუმბაძემ აიღო.

66-ე და 69-ე წუთებზე, გაგრას დუბლი გიგა გაბეჩავამ შეუსრულა და მატჩის ბედი გადაწყვიტა. საბოლოო ანგარიში, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში არველოდ ხუნჯგურუამ დააფიქსირა.

11 ტურის შემდეგ, ლოკომოტივს 18 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა. მომდევნო მატჩს, გოცირიძის გუნდი 25 ოქტომბერს, დინამო თბილისის წინააღმდეგ გამართავს.

ლოკომოტივი: ანდრიაძე, გუგუნავა, კილასონია, ზუმბაძე, ქაჯაია, ხუნჯგურუა, ნანობაშვილი, ნადარეიშვილი (კაპ), გაბეჩავა, ჩიჯავაძე (გოლუბიანი 79), კერესელიძე (კანკია 41)

მთავარი მწვრთნელი: პაატა გოცირიძე

არბიტრი: ალეკო აფციაური

more news