19 წლამდე ლიგა - ლოკომ საბურთალოს 5:1 მოუგო

19 წლამდე ლიგა - ლოკომ საბურთალოს 5:1 მოუგო
29/08/2017

19 წლამდე ლიგა - ლოკომ საბურთალოს 5:1 მოუგო

თბილისის ლოკომოტივმა, საქართველოს 19 წლამდე ლიგა გამარჯვებით განაახლა. 29 აგვისტოს, საგურამოს ბაზაზე, ვასილ მაისურაძის გუნდმა საბურთალო 5:1 დაამარცხა.

 

ანგარიში პირველ ტაიმში, კაკი ქიმერიძემ გახსნა და ლოკომოტივი დააწინაურა. ლოკოს ათიანმა პენალტი შეასრულა ზუსტად. თერთმეტმეტრიანი ნუგზარ სპანდერაშვილმა გამოიმუშავა.

 

მეორე ნახევარში, საბურთალოს ლუკა სილაგაძემ კიდევ ერთი გოლი გაუტანა, რევაზ ინჯგიამ კი დუბლი შეასრულა. საბურთალომ ერთი ბურთის გაქვითვა ამის შემდეგ მოახერხა. თავი სანდრო გელაშვილმა გამოიჩინა.

 

მატჩის საბოლოო ანგარიში სილაგაძემ დააფიქსირა, რომელმაც დუბლი შეასრულა. დედაქალაქურ დერბიში გამარჯვების შემდეგ, მაისურაძის გუნდი, 47 ქულით პირველ პოზიციაზეა.

 

ლოკომოტივი (U 19): კვირიკაშვილი, კიკალიშვილი, ჭურღულაშვილი, ფიფია, ნიკოლეიშვილი, გოგია (გობრონიძე 75), სილაგაძე, ჯანაშია (ობოლაძე 65), ინჯგია, ქიმერიძე, სპანდერაშვილი (ხარძიანი 70)

მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე

more news