19 წლამდე, ოქროს ლიგა: ლოკომ საბურთალო დიდი ანგარიშით დაამარცხა

19 წლამდე, ოქროს ლიგა: ლოკომ საბურთალო დიდი ანგარიშით დაამარცხა
14/09/2018

19 წლამდე, ოქროს ლიგა: ლოკომ საბურთალო დიდი ანგარიშით დაამარცხა

19 წლამდე, ოქროს ლიგის მე-6 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა საბურთალო დაამარცხა. 13 სექტემბერს, საგურამოს ბაზაზე გამართული მატჩი, სულიკო დავითაშვილის გუნდმა 7-0 მოიგო.

ანგარიში პირველივე წუთზე გაიხსნა. საბურთალოს კარი ლოკოს კაპიტანმა ლუკა ჯანაშიამ აიღო. მეორე ტაიმის დებიუტში, ლოკომ კიდევ ოთხი გოლი გაიტანა.

49-ე წუთზე თავი შოთა შეყილაძემ გამოიჩინა. 53-ე და 54-ე წუთებზე, გოლები რევაზ ინჯგიამ და სანდრო ანდრონიკაშვილმა გაიტანეს.

57-ე წუთზე თორნიკე ძებნიაურმა საბურთალოს მეხუთე გოლი გაუტანა. შოთა შეყილაძემ 70-ე წუთზე დუბლი შეასრულა. მატჩის საბოლოო შედეგი, 78-ე წუთზე ლევან გრძელიძემ დააფიქსირა.

6 ტურის შემდეგ, ლოკომოტივის 19 წლამდე გუნდი 18 ქულით პირველ ადგილზეა. მომდევნო მატჩს, სულიკო დავითაშვილის გუნდი 18 სექტემბერს, მარტვილის მერანის წინააღმდეგ გამართავს.

ლოკომოტივი: გუგუშვილი, ჯაფარიძე, ანდრონიკაშვილი, ბუიღლიშვილი, ჯავახიშვილი (გოგობერიშვილი 65), ოქროპირიძე, ძებნიაური (სირაძე 68), ჯანაშია (კაპ), გრძელიძე, შეყილაძე, ინჯგია (იაკობიძე 54)

მთავარი მწვრთნელი: სულიკო დავითაშვილი

არბიტრი: ბორის გლუშჩუკი (ქუთაისი)

more news